დაფინანსებული
„ამათი მოსვლით გული სიხარულით მევსება“ - ცენტრ „აფხაზეთის“ შინმოვლის სერვისის ბენეფიციარი (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი 70 წლის როზა მარშავა ერთ-ერთია იმ 20 მარტო მცხოვრებ და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოხუცს შორის, რომელიც ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში შინ მოვლის სერვისით სარგებლობს. ის ერთ წელზე მეტია ლოგინსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად წამოდგომაც არ შეუძლია. როზა მარშავა, მეუღლესთან თამაზ ფაჟავასთან ერთად, 25 წელზე მეტია, ზუგდიდში, ე.წ. „ვექტორის“ დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებაში ცხოვრობს. მათ ექთნები სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას უკვე რამდენიმე თვეა სახლში უწევენ.

„მათი მოსვლით გული სიხარულით მევსება. ვფიქრობ, დღეს რამე რომ მომივიდეს, ესენი მომივლიან-მეთქი. აი, ადამიანს, როგორც ჟანგბადი სჭირდება, ისე არიან ჩემთვის ეს გოგონები. სულ რაღაცა მოაქვთ ჩვენთვის. დამოუკიდებლად ვერაფერს ვახერხებ, ჩემს ქმარს ვეხვეწები ხოლმე, რომ წამომაყენოს, მაგრამ ამასაც არ შეუძლია, გული სტკივა... მერე ორივე ერთად ვტირით“, - გვიყვება როზა მარშავა.

ცენტრ „აფხაზეთის“ ექთნები ბენეფიციარებთან კვირაში ორჯერ დადიან და სხვადასხვა მომსახურებას უწევენ. მოხუცებთან მათი ვიზიტი არტერიული წნევის და ტემპერატურის გაზომვით იწყება, საჭიროების შემთხვევაში აძლევენ შესაბამის მედიკამენტებს. გარდა ამისა, ექთნები ბენეფიციარებს სხვა დახმარებასაც სთავაზობენ. მაგალითად, როზა მარშავას შემთხვევაში, მას მასაჟს უკეთებენ, რადგან იშემიური ინსულტის შედეგად კიდურები პარალიზებული აქვს.

„ჩვენც ძალიან გვიხარია აქ მოსვლა, რადგან, პირველ რიგში, მათ უხარიათ ძალიან. ამათთვის ჩვენთან ურთიერთობა წამალზე უფრო მნიშვნელოვანიც კი არის ხოლმე. როცა ხედავ, როგორ უჭირს ერთ მოხუცს, მეორეს მოვლა, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობისა, ადამიანური თვასაზრისით ძალიან გიხარია, რომ რაღაც შეგიძლია მათთვის გააკეთო“, - ამბობს ექთანი სოფო სალია.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენლების თქმით, COVID-19 კრიზისის შესაბამისი საკვლევი ინსტრუმენტის მეშვეობით, დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები შეისწავლეს. მათივე ინფორმაციით, ჯამში 500 ოჯახი (სამეგრელო 300, იმერეთი და შიდა ქართლი 150-150) გამოკითხეს და ისინი, ძირითადად, მოწყვლად ჯგუფებს (შშმ პირები (გადაადგილებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე), მარტოხელა მოხუცები, ორსული ქალები, ჩვილ ბავშვთა დედები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები) წარმოადგენენ.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა 70-ზე მეტი მოხუცი, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ცენტრი „აფხაზეთი“ ამ ეტაპზე ზუგდიდში შინ მოვლის სერვისს აწვდის 20 ხანდაზმულს .თუმცა პროექტი არის გარკვეულ ვადებში ჩატეული, ლიმიტოირებული და შესაბამისად, ჩვენი ინტერესი არის შინ მოვლა მათ გაუხანგრძლივდეთ. ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ რეფერირება მოხდეს ამ სერვისის და გაგრძელდეს“- თქვა სოციალური პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ქიმოსტელმა.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტი დასრულდება, ბენეფიციარები სერვისის გარეშე არ დარჩებიან და მერიის პროგრამაში ჩერთვებიან.
„ორი წლის წინ დავიწყეთ მსგავსი პროექტის განხორციელება. ორგანიზაცია pin-თან ერთად მოვიგეთ გარკვეული გრანტი და ავამოქმედეთ. შინ მოვლის პროგრამაში გაერთიანებულები არიან მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულები, რომელთაც ვემსახურებით. დღეის მონაცემებით, სულ პროგრამაში ჩართულია 120-მდე ბენეფიციარი. ვიცი, რომ ცენტრ „აფხაზეთს“ აქვს მსგავსი პროექტი და თუ ის დასრულდება, პრობლემა არ არის, მარტივად შეუძლიათ გაერთიანდნენ ჩვენს პროგრამაში. ზოგადად, ასეთი პროგრამების და პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და მას მერია ყოველთვის მიესალმება“, - ამბობს მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) პროექტი - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში“ დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, რომელიც სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ხორციელდება. პროექტის სამიზნე ბენეფიციარები არიან დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (სამეგრელო 50, იმერეთი და შიდა ქართლი 25-25). აღნიშნული პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ყველა აქტივობა მიმართული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ. დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებლებმა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სარგებელი მიიღეს და აქტიურად ჩაერთვნენ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.