დღეს ,,ლუგელას ხეობას“ საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია ,,დიას’’ წევრები და ლიდერები ესტუმრნენ და ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ჩხოროწყუში სკაუტების გააქტიურებისა და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა. ახალგაზრდების სიახლეებისადმი წახალისების მიზნით გაიმართა შემეცნებითი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ახალგაზრდების საჭროებებს გაეცნენ და მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობა და თანადგომა აღუთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები