"ქართული-ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია განაგრძობს მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს.
მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა .
"დღეს განსაკუთრებულად ემოციური დღეა ჩემთვის. წლების შემდეგ პირველად შევხდი მარტვილში ჩემი სკოლის დირექტორს და ჩემი ისტორიის მასწავლებელს, ბატონ გურამ გალდავას.
დღევანდელ შეხვედრაზე ვრცლად ვისაუბრეთ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის პანდემიის პირობებში სკოლების მართვის საკითხებზე.
განსაკუთრებულია ჩვენი მასწავლებლების წვლილი, იმ ადამიანების, ვისი თავდადებითაც ჩვენს შვილებს მიეცათ შესაძლებლობა არაერთი თვის განმავლობაში მიეღოთ სწავლა-განათლება ონლაინ გაკვეთილების პირობებში"- აღნიშნა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის პერიოდში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანაჭყებიოს უბანში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. ასევე, ნაგებერაოში აშენდა 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და აღჭურვილია ლაბორატორიით და სპორტ დარბაზით. მილენიუმის პროგრამით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აგრეთვე ინჩხურის საჯარო სკოლას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინიმოედანი, ასევე, ავტოსადგომი. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები