„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს
შეხვდა. ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს, მარტვილის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მათი შემართება, მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა ქვეყნის დადებითი ცვლილებების საფუძველია. ვისაუბრეთ ხარისხიანი განათლებისა და მუნიციპალიტეტის, რეგიონის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მარტვილის ტურისტულ პოტენციალზე, სოფლის მეურნეობაზე და იმ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრეთ, რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია მუნიციპალიტეტში.მარტვილი ტურისტული ქალაქია, ტურიზმის განვითარება კი უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს, რომლის წარმატებაშიც დიდია მომავალი თაობის როლი. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და ახალგაზრდებთან ერთად შევძლოთ, შევქმნათ ახალი ძლიერი ევროპული ქალაქი. ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, მოტივაციის ამაღლება და გააქტიურებაა” - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ,
მასალის გამოყენების პირობები