,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღები დაათვალიერა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,საოცარად მშრომელი ხალხია, სახელმწიფოს ხელშეწყობით ალექსანდრე გარმელიამ ნარაზენში და გიორგი ზაქარაიამ ზედაეწერში მოცვის პლანტაციები გააშენეს. ამ კულტურის მიმართ ინტერესი მზარდია, სახელმწიფო პროგრამებიც შესაბამისად მორგებული და ფერმერზე ორიენტირებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. მხოლოდ ამ კომპონენტით ზუგდიდში 32 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია, გარდა ამისა 35 განაცხადი უკვე დაფინანსებულია და მისი გაშენება აგროვადების შესაბამისად მოხდება” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ალექსანდრე გარმელიას სოფელ ნარაზენში 9 ჰექტარზე მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია აქვს გაშენებული, მან პირველი მოსავალი წელს მიიღო და 11 ტონა მოცვის რეალიზება მოახდინა.
ახალგაზრდა ფერმერს გიორგი ზაქარაიას კი ლურჯი მოცვი 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული და სეზონურად 150 ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი მის ფერმერულ მეურნეობაში 15 ადგილობრივი მუშაობს.
,,ჩვენს მუნიციპალიტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საოჯახო მეურნეობების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 100%-ით დაფინანსების კომპონენტი დაამატა. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები