დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ
გაეროს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უცვლელია.

,,გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში პრემიერის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მნიშვნელოვანი იყო.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უცვლელია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მაღალია, თუმცა, პრემიერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მათ, რომ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. მისი გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.