"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა,
რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.
"დღეს მეფუტკრე მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ვესტუმრეთ. ქალბატონი მარინა წლებია მეფუტკრეობას მისდევს, მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. "აწარმოე საქართველოში" დახმარებით მეწარმემ თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მარინა ქარდავა ამჯერად ფუტკრის 150 ოჯახს ფლობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალგაზრდა მეწარმე ირაკლი ჩიქავამ, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფნის საწარმო შექმნა. საწარმო ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს. პროგრამით ახალი ბიზნესები (სტარტაპი) დაფინანსდა.
"სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ. ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას", - თქვა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მეწარმეებთან მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები