დაფინანსებული
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.
"ზუგდიდში ვაშენებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს. მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის ავსტოსადგომი არასდროს არ გვქონია. წლის ბოლომდე ავტოპარკს ახალი ავტობუსებით განვაახლებთ, რომლის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც ქალაქის, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულების მცხოვრებლები. სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის საშეღავათო ტარიფები დაწესდება, გადახდის სისტემა კი ელექტრონული გახდება, ეს მოსახლეობას გაუადვილებს შეღავათებით სარგებლობას და მგზავრობასაც მეტად კომფორტულს გახდის"–აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდს 2019 წლიდან 15 ახალი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტობუსი ჰყავს, ხოლო წლის ბოლომდე, დამატებით 25 ახალი ავტობუსი ეყოლება.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.

მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

ავტოპარკის მოწყობის სამუშოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.