სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე.
სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სამხედრო კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები