ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხივე ოჯახს დახმარება გაეწევა
დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევნილთა კომპაქტური დასახლება, რომელშიც 4 ოჯახი ცხოვრობს, დაიწვა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა დევნილთა წარმომადგენლობასთან ერთად გაეცნო. ზუგდიდის მერია დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ხოლო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.
"მოხდა სამწუხარო ფაქტი, მაგრამ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით დაზარალებულ ოჯახებს, დევნილთა სააგენტოსთან ერთად, ბინის ქირით უზრუნველვყოფთ და გავუწევთ ერთჯერად დახმარებას", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
მასალის გამოყენების პირობები