დაფინანსებული
ზუგდიდის მერი - სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წლის ბოლომდე 25-მდე პროექტი განხორციელდება
ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები ეწყობა. სამუშოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

„სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს წლის ბოლომდე 25-მდე პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ სხვადასხვა გასართობ ატრაქციებს. ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტს მეორე წელია ვახორციელებთ. ეს დამატებითი საშუალებაა, რომ ქალაქმა ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დახარჯოს. ყველაზე კარგად ზუგდიდელებმა იციან, პირველ რიგში, რისი გაკეთებაა საჭირო და რა გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას. ჩვენ დავნერგეთ პროექტი, რომელიც ზუგდიდელებისთვის უკეთესად მოსმენის საშუალებას გვაძლევს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს 25-მდე პროექტი განხორციელდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.