დაფინანსებული
ზუგდიდის მერი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი თქმით მართალია, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა განათლების სისტემა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ მასწავლებლებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი და მოახერხეს სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და იმ შეუფასებელი ღვაწლისთვის, რომელსაც თქვენ დებთ ქვეყნის ნათელი და წარმატებული მომავლისთვის. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. მართალია, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა განათლების სისტემა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ თქვენ ძალიან ღირსეულად გაართვით თავი და მოახერხეთ სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება, ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა. მე პედაგოგების ოჯახიდან მოვდივარ და მესმის, რამდენ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ეს პროფესია, მითუმეტეს, პანდემიის ფონზე. ქვეყნის განვითარებისთვის სკოლის მასწავლებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა. სახელმწიფო განათლების სისტემას, ყველა ახალგაზრდას თუ ღვაწლმოსილ პედაგოგს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასწავლო ინფრასტრუქტურა, ისე განათლების ხელმისაწვდომობა და პედაგოგთა სოციალური პირობები. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს გიორგი შენგელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.