დაფინანსებული
ზუგდიდის ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან
ზუგდიდის ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

ბაღებში არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა ცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა თოლორაიასთან ერთად გაეცნო.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესს 12 ოქტომბერს განვაახლებთ. სანამ პროცესი განახლდება, ვამოწმებთ, რამდენად არის ბაღებში დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აღსაზრდელმა და ყველა მშობელმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და გაგებით მოეკიდონ დაწესებულ შეზღუდვებს. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, დავამარცხოთ covid-19“- აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

რეკომენდაციების შესრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის #2, ანაკლიისა და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

18 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სამზარეულოს, საპირფარეშოების, სანკვანძების, სასწავლო ოთახების, საძინებელი ოთახებისა და გათბობის მოწყობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.