ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია ყველა რეკომენდაცია,
რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. საბავშვო ბაღები სწავლის დაწყებას განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ.
"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებისთვის ზრუნვაა, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. გავხსენით ახალი ჯგუფები, გავზარდეთ თანამშრომელთა ხელფასები, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საბავშვო ბაღებს, ავაშენეთ 7 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი. მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
სააღმზრდელო დაწესებულებებში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები