,,ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
კანდიდატი მარტვილში სოფელ დღვანას, კურზუს, დოშაყესა და ნახუნაოს მცხოვრებლებს შეხვდა.
"მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანას, კურზუს, დოშაყესა და ნახუნაოს მოსახლეობას შევხვდი.
ადგილობრივი მოსახლეობა მეტად დაინტერესებულია წინასაარჩევნო პროცესებით, რადგან გაცნობიერებული აქვთ, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება სამომავლოდ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება.
ამ სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: ნახუნაოში,მარტვილი-ნახუნაოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხიდი აშენდა. დღვანას მიმართულებით დაიგო ცემენტ-ბეტონის გზა. ასევე, „სანაჭყებიოს“ უბანში ძალიან მალე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.
დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა დოშაყე-დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზა.
ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები.
ჩვენი გუნდი კვალავაც აგრძელებს სოფლების გაძლიერებისთვის ზრუნვას, რადგან ეკონომიკურად მყარი ოჯახები ძლიერ სოფელს ნიშნავს, ძლიერი სოფელი კი ქვეყნის წარმატების საფუძველია"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მასალის გამოყენების პირობები