ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.
ბენეფიციარები, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღეს, სპეციალური კომისიის მიერ, სპეციალურად შემუშვებული ანკეტის საფუძველზე შეირჩა. უპირატესობა კი მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს მიენიჭათ
კომისიის შემადგენლობაში, როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.
"ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაა. სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ავუშენეთ. წელს დამატებით 24 ოჯახს ავუშენებთ სახლს. ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა და შემდეგშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ სოციალური პროგრამების შეძლებისდაგვარად გაფართოებას, რომ ყველა სახის დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს მივწვდეთ და ჩვენმა თანაქალაქელებმა იგრძნონ მხარდაჭერა და მდგომარეობის შემსუბუქება", - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.
აღნიშნული პროექტი ზუგდიდის ექსკლუზიური პროექტია, რომლისთვისაც ზუგდიდის მერიამ სპეციალური ჯილდო მიიღო. პროგრამით 117-მა ოჯახმა ისარგებლა.
მასალის გამოყენების პირობები