სოფელ ქვედა ჩხოროწყუში გზის მოასფალტება დაიწყო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის ბიუჯეტი 497 777 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ს.ს "არქეოპოლისი" ასრულებს. პროექტის ფარგლებში 1,7კმ. ასფალტის გზა დაიგება.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ.
"ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაც ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით. ვცდილობთ, არცერთი სოფელი არ დარჩეს მიუვალი და ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოვაწყოთ გზები", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
მასალის გამოყენების პირობები