დაფინანსებული
ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას. ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ზუგდიდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ეს არის ზუგდიდისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას, ისე შემდგომში მათ დასაქმებას” - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი პროფესიული მიმართულების სწავლებას ნიშნავს. პროფესიული კოლეჯისთვის ორ სართულიანი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტის შენობა აშენდება. სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას.
პირველ სართულზე განთავსებული იქნება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის - ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო.

საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, - კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.