დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. გზები რეაბილიტირდება როგორც ქალაქის, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.

"ზუგდიდში ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ამჯერად რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გავეცანით. ეს გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. გზის რეაბილიტაციის შედეგად მოქალაქეები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლენენ", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

რუხის გზა ერთმანეთთან რუხსა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:

ზაურ თოდუას ქუჩაზე და საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები მოეწყო;

ასევე, მიმდინარეობს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა;

აშენდება რუხის საბავშვო ბაღი;

მიმდინარეობს ავტოპარკის მშენებლობა;

აშენდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა;

აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი და სავაჭრო ცენტრი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.