ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში განცხადებების მიღების წესი შეიცვალა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადადის.
6 ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა 24-საათიან რეჟიმში ელექტრონული ფორმით შეეძლებათ. ხელზე განცხადებების მიღება კი 13:00 საათამდე იწარმოებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.
განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მომართონ ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის MSDA-ს ელექტრონული განცხადებების პორტალის MS.GOV.GE-ის გამოყენებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
მასალის გამოყენების პირობები