ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს აფასებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აღნიშნა, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველოს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
,,მე ამ ვიზიტს ვაფასებ ერთის მხრივ, როგორც შედეგს და მეორეს მხრივ, როგორც დასაწყისს, შედეგს იმ თანმიმდევრული მუშაობისა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველწლიურად მივიწეოდით წინ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის დახმარების პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ნიშნული, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით უჭირავს უმაღლესია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე ჰქონია ამერიკასთან ურთიერთობების ნაწილში.
,,მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის დასაწყისი ყველა იმ წინაპირობის გათვალისწინებით, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში არსებობს. საქართველო არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი მაგალითი ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქ სრული თანხვედრა თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორ უნდა განვითარდეს ეს სახელმწიფო და რა თქმა უნდა, როგორც ვხედავთ ზოგადად თანამედროვე მსოფლიოს და დემოკრატიულ სამყაროს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვის დროს.
მასალის გამოყენების პირობები