ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამჯერად სპეცილაური სადეზინფექციო ხსნარით საბავშვო მოედნები დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარიასთან ერთად გაეცნო.
"მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები - ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, დაიმუშაონ ხელები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას" - აღნიშნა მერის მოადგილემ.
მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, ბაღებს, აგრარულ ბაზარსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები