დაფინანსებული
ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სათამაშო მოედანიც, ასევე, მოხდება არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.

ასევე, აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის #2 და ანაკლიისა და ახალკახათის საბავშვო ბაღები.

ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

18 საბავშვო ბაღში უკვე მოწყობილია სამზარეულოები, საპირფარეშოები, სანკვანძები, სასწავლო და საძინებელი ოთახები და გათბობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.