ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. მერის ინფორმაციით, ზუგდიდში წლის ბოლომდე ჯამში 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა.
"ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებულია და ჯამში გვექნება 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა. შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა. ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა. ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.
მასალის გამოყენების პირობები