დაფინანსებული
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სპორტული მოედნები და სკვერები ეწყობა
ზუგდიდში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები ეწყობა.

თამარ მეფის ქუჩაზე, სკვერისა და ეზოს კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

,,ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 1 000 000 ლარის პროექტი ხორციელდება, სამუშაოების ნაწილი მიმდინარეობს, ნაწილი კი დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ დაეგეგმათ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ადმინისტრაციული ერთეულებისთვის. აღნიშნული პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ ის პროექტები, რაც მათი უბნისთვის მნიშვნელოვანია, რაშიც მუნიციპალიტეტი აქტიურად შეუწყობს ხელს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.