დაფინანსებული
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია გაეცნენ.

„ზუგდიდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით პროფესიულ სასწავლებელს ვაშენებთ, რომლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება 250 სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი. სასწავლებლის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაქსიმალურად ხელშეწყობილი იქნება პროფესიული საგნები და მუნიციპალიტეტს ეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები სხვადასხვა მიმართულებით “-აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

პროფესიული სასწავლებლის მნიშვნელობაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

,,ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის პროფესიული სასწავლებლის უფრო მეტ გაძლიერებას. ამ სასწავლებელმა, რეალურად დაანახა ყველას, რომ შეუძლია ადეკვატური განათლება მისცეს ჩვენს ახალგაზრდობას. ასევე, მისასალმებელია ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და არა მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ ამ პროფესიული სასწავლებლით. ხაზგასასმელია ის, რომ დევნილობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობა და ასევე, ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები აქ სწავლობენ და იღებენ პროფესიას, ეძლევათ მათ საშუალება რომ უფრო მეტად განვითარდნენ. შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ ჩვენი ახალგაზრდებისთვის”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს.

პროფესიული კოლეჯისთვის ორსართულიანი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტის შენობა აშენდება.

სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას. პირველ სართულზე განთავსებული იქნება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე, რეპორტიორობის - ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, - კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია.

სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.