მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდს 5 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი გადასცა. მუნიციპალიტეტი სულ 25 ახალ ავტობუსს მიიღებს.
სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს 175 ერთეულ ავტობუსს გადასცემს. ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები