დაფინანსებული
ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო
განათებული ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ დაათვალიერეს.

მერმა ზუგდიდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში.

"მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს განსხვავებულად ვხვდებით ახალ წელს. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს საახალწლო განწყობა. გავანათეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2021 წელი დარწმუნებული ვარ იქნება პანდემიის შეკავების, საქართველოს წინსვლისა და წარმატების წელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი და გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები"-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.