CHCA-მ ზედაეწერის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებს მედიკამენტები და საკვები პროდუქტი გადასცა (ფოტო/ვიდეო)
18:07 / 25.12.2020
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" თანამშრომლებმა ზედაეწერის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებს საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები გადასცეს.
ორგანიზაციის ცნობით, დახმარება საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 7 ოჯახმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, დახმარება ბენეფიციარებს პროექტის "COVID 19-ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში გაეწიათ.
სასაჩუქრე პაკეტები სულ, დაახლოებით, 200-მდე ოჯახს გადაეცა."პროექტი ეხმარება კონფლიქტით დაზარალებულ თემებს, კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს და ამავე სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რათა შეამციროს COVID-19-ით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა მათზე. პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა და ადგილობრივმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა დახმარება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს", - ამბობენ ორგანიზაციაში.CHCA-ს პროექტების კოორდინატორის მაკა ჭკადუას თქმით, პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა, რომლის საფუძველზეც 160 ქალს ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდება. გარდა ამისა, პროექტის ბენეფიციარებს სხვა დახმარებებიც გაეწევა."დევნილთა დასახლებებში ჩვენ შევარჩიეთ 80 ლიდერი ქალბატონი. აქედან 40 იყო სამეგრელოში და 40 შიდა ქართლში. ისინი გადაემზადნენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რა არის თემის ლიდერობა და როგორ უნდა გაძლიერდნენ თემის წევრები. ასევე, ისეთი თემები, როგორიცაა Covid-19, ძალადობა და ა.შ. გარდა ამისა, ლიდერ ქალებთან ერთად ჩვენ შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფები, სულ 200 ბენეფიციარი, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარება გავუწიეთ. სამიზნე ჯგუფები იყო შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ქალბატონები, იყვნენ ასევე მარტოხელა მოხუცები და ძალადობის მსხვერპლი ქალები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა მათი საჭიროებები სხვადასხვა მიმართულებით - ეს იყო საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სადეზინფექციო საშუალებები და მედიკამენტები, რეფერალური და სამედიცინო დახმარებები", - აღნიშნა მაკა ჭკადუამ.პროექტი "COVID 19 -ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ჯერმან მარშალ ფონდის აშშ-ის შავი ზღვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია კორონავირუსის რისკის შემცირება კონფლიქტით დაზარალებულ თემებში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში სულ 40-40 თემია შერჩეული.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები