ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ 50 ოჯახს ესტუმრნენ, მათ შობა – ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერია სასაჩუქრე კალათების დარიგებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის აგრძელებს. სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარ საახალწლო ნობათსა და სასურსათო ვაუჩერს 200-მდე ოჯახი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები