ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა.
კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესსუძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმში საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უძღვებოდა.
ტერაბანკმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა და ქალები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. იმავე წლის ბოლოს ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიც გახდა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაციადა განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.
განსაკუთრებული აქტუალობა ქალების მხარდაჭერამპანდემიის პერიოდში შეიძინა. სწორედ ამიტომ,ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პანდემიის პასუხად განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა. იმ 50 ბიზნესკლიენტს შორის, რომლებიც ტერაბანკმა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით დაასაჩუქრა, 42% ქალი იყო. პროექტი მათპანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და იმ ზიანის შემსუბუქებაში დაეხმარა, რომელიც COVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.
„წელს ქალთასაერთაშორისოდღისმთავარითემაა: „ქალთალიდერობა: თანასწორიმომავლისმიღწევა COVID-19-ისსამყაროში“.ეს ხაზგასმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქალებს პანდემიის პერიოდში თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში შეაქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისკენ უმოკლეს გზასნიშნავს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.
ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე:თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე:2 55 00 00
მასალის გამოყენების პირობები