დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.
ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
მასალის გამოყენების პირობები