ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყულიშკარში 1700 მეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
სამუშაოები "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა" და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ღირებულება 290 303 ლარია.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები