დაფინანსებული
ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, 1300 გრ/მ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტად რჩება, სოფლებში პირველადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი განახლება და გათანამედროვება, რათა სოფლად მცხოვრებლებს შეეძლოთ მარტივად გადაადგილება, ჰქონდეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს აისახება მათ, როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ნაცატუს უახლოეს მომავალში საკვანძო, პირველადი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ექნება. საავტომობილო გზასთან ერთად სოფელში მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ.

ნაცატუში, გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.