კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს.
გზის სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.
წმინდა ნინოს ქუჩაზე გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ასფალტის საფარი იგება 2 525 მეტრზე. პროექტის ღირებულება 735 000 ლარია.
კახათის გარდა გზის სამშენებლო სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები