ისრაელის ელჩს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები, კულტურული ურთიერთობები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს.
კონსტანტინე კაკავამ და მამუკა წოწერიამ საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ- კულტურულ ურთიერთობებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისრაელის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში დიდი პატივია.
მამუკა წოწერიამ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალსაც.
რან გიდორის განცხადებით, ისრაელის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, სამეგრელოს აქვს პოტენციალი, რომ მეტად განვითარდეს.
შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისრაელის ელჩს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორი რამდენიმე ობიექტს ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები