,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის’’ მიზნით შექმნილი კომისია მორიგ სხდომაზე შეიკრიბა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის’’ მიზნით შექმნილი კომისია მორიგ სხდომაზე შეიკრიბა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვა, განცხადების შემოტანა პარასკევის ჩათვლით შეეძლებათ.
ამ ეტაპზე შემოსულია 172 განცხადება, მათგან 98 სოციალური სახლების მშენებლობაზე, ხოლო 74 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.
კომისია პრიორიტეტულ ოჯახებს განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლენს.
მასალის გამოყენების პირობები