დაფინანსებული
ცხოველთა მოყვარული სტილისტი, რომელმაც ზუგდიდში პირველი გრუმინგ სალონი გახსნა (ფოტო/ვიდეო)
"ალბათ დაახლოებით 5 წელი ვფიქრობდი გამეკეთებინა ასეთი სალონი, ხშირად ვუყურებდი ვიდეოებს და ძალიან მომწონდა. პირველად შპიცი რომ მომიყვანეს გასალამაზებლად, თავი სიზმარში მეგონა, ისეთი გახარებული ვიყავი, - ოცნება ავიხდინე".
თიკო ფიფიამ, რომელსაც ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, ზუგდიდში გრუმინგ სალონი ცოტა ხნის წინ გახსნა. გამოცდილი სტილისტი ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც საკუთარი შინაური ცხოველების მოსაწესრიგებლად სხვა ქალაქებში მოუწია წასვლა. ძაღლების გალამაზებაზე ახლა თვითონ ზრუნავს და ამბობს, რომ ახალი საქმე მისთვის სასიამოვნო და საინტერესოა.

"საკუთარი ძაღლის ტარება ხან თბილისში მიწევდა, ხან ბათუმში, რასაც დროის დეფიციტის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი. წლების განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე, თუმცა ვერ განვახორციელე იდეა. ახლა მოხდა ისე, რომ გავუზიარე ჩემს ახლობელს, ხატიას, რომელმაც მხარი დამიჭირა და ასე დავიწყეთ ეს საქმიანობა. პროფესიით სტილისტი ვარ, 15 წლია ვემსახურები ხალხს. ცხოველების მიმართულებით, სპეციფიური გამოცდილება თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებაში მივიღე. ახლა ადგილობრივებს ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ მოაწესრიგონ ოთხფეხა მეგობრები - საუბარია თმის შეჭრაზე, ბრჭყალების, ყურების, პირის ღრუს გასუფთავებაზე, დაბანვაზე", - გვიყვება თიკო.

ის სერვისის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვიზუალურ გალამაზებისთან ერთად, გრუმინგი ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობს.

"ეს არის ცხოველის მოვლა, ჰიგიენა, - შეიძლება ყველამ დაბანოს ძაღლი, მაგრამ ბეწვის სწორად მოვლა არ არის ადვილი. მოწესრიგებული ძაღლის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, მსგავსი პროცედურების ჩატარება კი აუცილებელიც".

თიკო გვეუბნება, რომ პროფესიულთან ერთად კარგ გრუმერს ცხოველებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებიც უნდა ჰქონდეს.

"ცხოველებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, თუ ისინი არ გიყვარს, ვერ იმუშავებ. არის შემთხვევები, როცა დასამშვიდებლად ცხვირს დრუნჩზე ვადებ, ვეფერები".

გრუმერი ამბობს, რომ სალონში დაცულია ჰიგიენის ნორმები და ყველა ხელსაწყო სპეციალური წესით მუშავდება. აქ ცხოველის მოწესრიგების ღირებულება 50-დან 100 ლარამდე მერყეობს, რაც ცხოველის ჯიშსა და ზომებზეა დამოკიდებული. როგორც თიკომ გვითხრა, სალონში მოსულ მომხმარებლებს ცხოველის რამდენიმე საათით დატოვების საშუალებაც აქვთ.

"პატრონს შეუძლია დაგვიტოვოს ძაღლი და საკუთარი საქმეები მშვიდად მოაგვაროს. სალონთან ერთად გვაქვს აქსესუარების ფართო არჩევანი, ადგილზე შეუძლიათ სხვადასხვა მაღალი ხარისხის საკვების შეძენაც და მედიკამენტების შერჩევაც", - აღნიშნა მან.

ძაღლების სილამაზის სალონს უკვე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. თიკოს თქმით, მომავალში ის საქმიანობის განვითარებას და სამუშაო სივრცის გაფართოებას გეგმავს.


გრუმინგ სალონში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 550 50 81 81
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.