დაფინანსებული
ზუგდიდში 12 ახალი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, გზების რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ჩვენი მთავარი მიზანია, მოქალაქეების კომფორტული მობილობის უზრუნველყოფა“–აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზუგდიდში დამატებით 12 მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

,,აღმაშენებლის ქუჩაზე ვასრულებთ უკვე მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თავისთავში ასფალტის საფარის გარდა მოიცავდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე დღეში დამატებით ქალაქის 12 მნიშვნელივანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ასევე, გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში და უახლოეს პერიოდში რამდენიმე მიმართულება დაემატება"- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

ცნობისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალარინების სამუშაოები დასრულდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.