დაფინანსებული
ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული კომპლექსი აერთიანებს როგორც წყლის მიმართულებებს, ისე სპორტის სხვადასხვა სექციებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სპორტკომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში.

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი როგორც ამ უბნისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. ეს ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავდნენ. ვთვლი, რომ ამ ობიექტის გახსნის შემდეგ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჩართულობა გვექნება“–აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პროექტის ფარგლებში აშენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 11.3 მილიონი ლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.