დაფინანსებული
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.

სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები მიიღოს.

სესხის მიღება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ლარში შეეძლებათ და, ამავდროულად, DCFTA ინიციატივის ფარგლებში, ისინი ევროკავშირის გრანტით სარგებლობასაც შეძლებენ.

“მოხარულები ვართ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. ასეთი გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პირობები თუ პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს, რომლებიც ტერაბანკის სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენენ“, - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენგან საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს და ასევე, ჩვენი როლით COVID-19-ის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური აღდგენის ხელშეწყობაში. მოუთმენლად ველით, რომ მხარი დავუჭიროთ ტერაბანკს და მის სწრაფვას, უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებული მომსახურება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებისთვის“, - აღნიშნავს ევროპის საინვესიტიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა ჩერვინსკა.

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი და მთავარი დამსაქმებელია. ტერაბანკისთვის სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას, ამიტომ ბანკი მუდმივად ცდილობს, მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს, რითაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საქმიანობებისა თუ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტია. იგი წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნის და მიზნად გრძელვადიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. საქართველოში იგი 2007 წლიდან საქმიანობს და დღემდე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში 1,85 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესიტიცია აქვს განხორციელებული.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.