ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობს და მათ სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მოსახერხებელი, შეღავათიანი პირობებით მიღების საშუალებას აძლევს.
სულ ბიზნესკლიენტებისთვის 4 სატარიფო პაკეტი მოქმედებს. 3 მათგანი განსხვავებული ღირებულებისა და დანიშნულების საბანკო პროდუქტსა თუ მომსახურებას აერთიანებს და მათი გააქტიურება ნებისმიერი იურიდიული პირისთვისაა შესაძლებელი. 1 სატარიფო პაკეტი კი კონკრეტულად ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული სტარტეპებისთვისაა განკუთვნილი.
სატარიფო პაკეტი პრაქტიკულად ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს აერთიანებს. მისი გამოყენებისას ბიზნეკლიენტი მხოლოდ ფიქსირებულ, ყოველთვიურ თანხას იხდის და მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტით განსაკუთრებით შეღავათიან ფასად ან საერთოდ უფასოდ გარანტირებულად სარგებლობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესკლიენტებს კონკრეტულად მათზე მორგებული ინიციატივები შევთავაზოთ. ვფიქრობთ, ახალი სატარიფო პაკეტებით ტერაბანკის პროდუქტები მათთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება“, - აცხადებენ ტერაბანკში.
სატარიფო პაკეტებით სარგებლობა ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
მასალის გამოყენების პირობები