ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ N44-ე სხდომაზე, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შესახებ განცხადება 54 მოქალაქეს დაუკმაყოფილა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ძვირადღირებული მედიკამენტები 20 მოქალაქეს დაუფინანსდა, ოპერაციის თანადაფინანსება - 11, სარეაბილიტაციო მკურნალობა - 3, ძვირადღირებული გამოკვლევები - 20. სამედიცინო მომსახურებებისთვის ჯამში 15 910 ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები