ზუგდიდში საყოფაცხოვრებო ნივთების სავაჭრო ცენტრი „შენი კერა“ გაიხსნა
15:36 / 08.11.2021
ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნივთების საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრი „შენი კერა“ გაიხსნა. აქ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჭურჭლის, სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.
მოქმედებს დაბალპროცენტიანი განვადება და ფასდაკლება. აქ ხელმისაწვდომ ფასთან ერთად, სასიამოვნო გარემო და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაგხვდებათ. „ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ძალიან დიდ არჩევანს. დასაქმებული გვყავს ათობით თანამშრომელი. გაყიდვებს უკვე ვაწარმოებთ და მომხმარებლები ხარისხით ძალიან კმაყოფილები არიან. ვფიქრობ, საინტერესო წამოწყებაა. ჩვენთან არის პროდუქცია, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი, ფასიც არის მისაღები. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი განვადებით. ამასთან, გარკვეული პროდუქციის შეძენისას გვაქვს ფასდაკლებები“, - ამბობს „შენი კერას“ მენეჯერი რიმა როგავა.
შპს "კერა" კომპანია "ემ ეს ჯგუფთან“ თანამშრომლობს, რომელიც საქართველოში 20-ზე მეტი ბრენდის, 10 000 დასახელების პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ასლან ბრუნჯაძის თქმით, ისინი ორიენტირებულები არიან, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, შექმნან მომსახურების მაღალი სტანდარტი. „ძალიან მოხარულები ვართ, რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა შპს „კერასთან“, ბევრს შევძლებთ ერთად. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელებისთვის იქნება ბევრი კარგი აღმოჩენა, ასორტიმენტის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ საერთაშორისო ბრენდთან ექსკლუზიური პირობებით. დღეს ჩვენ გაგვიჩნდა კიდევ ერთი საიმედო პარტნიორი ამ ულამაზეს ქალაქში, რასაც დიდი მოლოდინით ვუყურებთ“, - აღნიშნა "ემ ეს ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასლან ბრუნჯაძემ. შპს „კერას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ მათთვის მთავარი ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციის შემოტანა და კმაყოფილი მომხმარებელია.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები