ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა
მნიშვნელოვნად გაზარდა იმუნიზაციის ტემპი. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება, რაც საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობაა წინა თვეებთან შედარებით.
მთავრობის ინიციატივით, პენსიონერები ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტია, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხდება. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები