დაფინანსებული
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან და ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დამფუძნებელთან სალომე ადამიასთან ერთად დაესწრო.

ავსტრიის საელჩომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე საბაზისოდ აღჭურვა გერმანულენოვანი წიგნებითა და პუბლიკაციებით. ავსტრიის ელჩის განცხადებით, სამომავლოდ ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით კიდევ შეივსება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლისთვის წიგნადი ფონდის გადაცემა არის მომავალი თაობების საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი დიდი წვლილი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის ელჩს. ამასთანავე, მერმა ხაზი გაუსვა ავსტრიელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიას. სწორედ ამ ქალაქში ცხოვრების შემდეგ დაწერა მსოფლიოს ცნობილმა ავსტრიელმა საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა, ბერტა ფონ ზუტნერმა თავისი ნაშრომი. „რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები ის არ იქნებოდა ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობდა“. - აღნიშნა სიტყვით მიმართვისას მერმა.

„ჩვენ სიმბოლურად შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ ერთი სარკმელი გაიჭრა ევროკავშირისკენ ზუგდიდის, ავსტრიული კუთხის სახით ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული ასე ვთქვათ სარკმელი და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან შეეწევა ამ კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ეს ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება“. - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ავსტრიის საელჩოს განათლების სფეროში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ.


--
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.