ზუგდიდში, პირველად მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ დაფუძნდება.
„ქალთა ოთახი“ იქნება სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნება, ქალთა და გოგონათა მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, უნარ-ჩვევების ამაღლებაზე (მათ შორის პროექტების წერაზე, გრანტის მოძიება) და დასაქმების ხელშეწყობაზე.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს წარმომადგენლებთან, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე, „ქალთა ოთახი“ -ს სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საკმაოდ ძლიერი პროექტი გვექნება „ქალთა ოთახის“ სახით, მითუმეტეს, როდესაც ეკონომიკურ გაძლიერებაზეა საუბარი, ეს არი უკვე სისტემური რეფორმა. ჩვენი მიზანი და ფუნქცია არის, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკურად ძლიერი და სოციალურად მყარი ოჯახები გვყავდეს. ჩვენი გამოცდილებით მაქსიმალურად ჩავერთვებით, თუნდაც იმ მიმართულებით,“ - აღნიშნა შეხვედრაზე მერმა, მამუკა წოწერიამ.
აღნიშნული სერვისი იფუნქციონირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის, სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები