დღეს ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება - მერია
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს დილის 7:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საღამოს 10 საათზე ზუგდიდში, დადიანების ეზოში გალა კონცერტი გაიმართება, ღონისძიება 1:00 საათზე დასრულდება. გალა კონცერტზე თქვენთვის იმღერებენ: დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, მარიამ შენგელია, გიორგი მიქაძე, თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE. საღამოს გაუძღვებიან: ლევან ხურცია და ია სუხიტაშვილი. ამასთანავე, 14:00 საათიდან სხვადასხვა წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება: საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები და ფოიერვერკი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები