2009 წლიდან იწყება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მუნიციპალიტეტებში ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე რეფერირების სუბიექტების საკოორდინაციო შეხვედრები,
რაც მიზნად ისახავს მათ შორის ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობის გაძლიერებას და არასებულ გამოწვევებზე ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვას.
თავდაპირველად შეხვედრები სისტემატიურად დასავლეთ საქართველოს 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში ტარდებოდა: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და ზუგდიდი, ხოლო 2017 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფარვის არეალი გაფართოვდა და მოიცვა: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი, წალენჯიხა, სენაკი, ლანჩხუთი, ოზურგეთი. 2021 წლიდან კი შეხვედრები აქტიურად ტარდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური. შეხვედრაზე მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის (გენდერული საბჭო, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსაუხრის, ბავშვთა განყოფილების, ბაგა ბაღების ა(ა)იპის წარმომადგენლები, მერის წარმომადგენლები სოფლებში), სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამართალდამცავი უწყების, იურიდიული დახმარების ბიუროს, სასამართლოს, პროკურატურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლები, ადგილობრივი პოლიკლინიკების სამედიცინო პერსონალი და კლინიკებში მოქმედი ექიმები და ადმინისტრაცია.
ზემოაღნიშნულმა შეხვედრებმა ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების ადვოკატირებისათვის ეფექტიანი პლათფორმა შექმნეს. შეხვედრებზე ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები სამართალდამცავი უწყებების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას ეცნობიან, არსებულ პროგრამებზე ინფორმაციას ცვლიან და მსჯელობენ პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაზე. შეხვედაზე არაერთი ძალადობის „ქეისი“ (შემთხვევა) განხილეს, სადაც ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მიერ ერთობლივად დაიგეგმა პრობლემის გადაჭრის გზები. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქეისის დროს, შეხვდრაში მონაწილე სუბიექტებმა [ქუთაისის თავშესაფრის, ბავშვთა განყოფილების, სოციალური განყოფილების, სოფელში მერის წარმომადგენელი და სკოლის ადმინისტრაციამ] ერთობლივად დაგეგმეს პრობლემაზე რეაგირების გზები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს დაეხმარნენ.
თუმცა, ამ ეტაპზე კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა გენდერული მგრძნობელობა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დაბალი ცნობეირება, რასაც ქმედითად ავსებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საკოორდინაციო და საინფორმაციო შეხვედრები:
„შეიძლება ითქვას, ქალთა ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ფარგლებში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი რეფერირების სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლას და კოორდინაციის მექანიზმის დანერგვას, საინფორმაციო შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, პრეზენტაციების და დისკუსიების ჩატარების გზით“ - გვითხრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - თეა გოლეთიანმა.
შეხვედრების მნიშვნელობას და პოზიტიურ ზეგავლენას აღნიშნავენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების სერიებში [13 წელი] მონაწილე რეფერირების სუბიექტებიც:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფონდ “სოხუმთან”, რომლის დროსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია. ფონდი “სოხუმის” მიერ დაგეგმილი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ერთიან სამუშაო გარემოში გავცვალოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. ბენეფიციართა მომართვიანობის დროს ხშირად გვიწევს ადვოკატირება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული შეხვედრები ხელს უწყობს მეტად ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“ - თამარ ჩიქავა, ზუგდიდის მერიის სოციალური და გენდერის სამსახურის სპეციალისტი.
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის მჭიდრო მექანიზმის შექმნისა და კოორდინირებული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისთვის... დღეს აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე შესაბამის უწყებების ძალთა კონსოლიდაცია," - სალომე ფახულაძე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
„მნიშვნელოვანია რეფერირების პროცედურებში მონაწილე სუბიექტებთან შეხვედრა, რადგანაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და ისეთ საკითხებზე მსჯელობა, თუ რა გამოწვევებს ვაწყდებით ძალადობის აღკვეთისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, მსჯელობისას მკაფიოდ იკვეთება მონაწილე სუბიექტებს შორის კოორდინაციის სისუსტე,“ – თინათინ გორდაძე, ხონის სოციალური მუშაკი.
სწორედ, ადგილობრივი ხელისუფლების, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა, აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის ყველაზე ქმედით და ეფექტიან გზას.
მასალის გამოყენების პირობები