დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" უკრაინაში მცხოვრებ ქალებს სოლიდარობას უცხადებს
უკრაინისთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის ამ საშინელ და უკეთურ დღეს, უკრაინაში მცხოვრებო ძვირფასო ქალებო, ქალთა ფონდი "სოხუმის" სახელით, ჩვენ, საქართველოს ქალები, რომელთაც გამოვიარეთ ომის საშინელება და ჯოჯოხეთი, გიცხადებთ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას!

ჩვენ ვგრძნობთ, თუ რა ხდება ახლა თქვენს გულებსა და სულში!

გამოვხატავთ ჩვენს გულითად მხარდაჭერას და ღრმად გვწამს, რომ ეს სისასტიკე, სისხლისღვრა და ცრემლები მალე დასრულდება! მთელი მსოფლიო გაერთიანდება და შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დროის ყველაზე ვერაგ აგრესორს, რათა დედებმა არ იტირონ თავიანთი შვილების საფლავზე, ბავშვებმა არ გამოსცადონ ობლობის სიმწარე და არაფერი დაემუქროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.

სამწუხაროდ, თქვენ ბედმა გარგუნათ ასეთი განსაცდელი, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად გაივლით! იმიტომ რომ თქვენთანაა სიმართლე, თქვენ გაქვთ ღირსება, სიამაყე და მოვალეობა თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის!

თქვენს გვერდითაა ყველა, ვისაც შეუძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა და არჩევანს აკეთებს მართალსა და მტყუანს შორის!

თქვენთანაა ყველა, დაწყებული იმ ადამიანებით, ვისაც დაკარგვის შიში აქვს, დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებიც შეძრწუნებულნი არიან უკრაინაში მიმდინარე საშინელი მოვლენებისა და უმძიმესი შეგრძნებისგან: როგორ უნდა დაგვეშვა ეს!

თქვენს გვერდითაა მთელი ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეა სასწორზე! მსოფლიოს მშვიდობა და სტაბილურობაა საფრთხეში! ასეთი მასშტაბის ბოროტება არასოდეს და არავისთვის ჩაივლის უკვალოდ!

ღმერთს შევთხოვთ, ყველას მოგვცეს ძალა, სიბრძნე და შესაძლებლობა, ერთად გავუძლოთ ამ ურთულეს განსაცდელს!

მშვიდობა აუცილებლად დაუბრუნდება თქვენს ქვეყანას, მზიან ქალაქებსა და ოჯახებს!

თქვენს მხარესაა სიმართლე და ის გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

ქალთა ფონდი "სოხუმის" სახელით


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.